27 აპრილი 2024,   06:42
ვრცლად
ქობულეთის მუნიციპალიტეტში 11 წლის მოზარდი ტრაქტორზე ჩამომხრჩვალი იპოვეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში 11 წლის მოზარდი ტრაქტორზე გაბმულ თოკზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი მოედანზე ძმამ იპოვა. მათი ვერსიით, ადგილი ჰქონდა უბედურ შემთხვევას. ამ დროისათვის სხვა ვერსიებს გამორიცხავენ.

არასრულწლოვანს არც თანატოლებთან და არც ოჯახის წევრებთან არ ჰქონია ურთიერთობის პრობლემები.

შსს-ში გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეიბს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები