05 სექტემბერი 2026,   01:08
ვრცლად
დღეს გარდაცვლილი პაციენტებიდან ერთი აჭარაში მკურნალობდა - მას მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილი 2 პაციენტიდან ერთი აჭარაში მკურნალობდა.

მისივე ინფორმაციით, პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

"ერთი გარდაცვლილი პაციენტი აჭარაშია, მეორეზე ინფორმაცია არ მაქვს. როგორც ვიცი აჭარაში გარდაცვლილი პაციენტი, ასაკოვანი მამაკაცი მძიმე თანმხლები დაავადებებით,"-განაცხადა მარინა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 278 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3992-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 48-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 471 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის, საქართველოში 7564 დადასტურებული შემთხვევაა. 

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 278-ით გაიზარდა და 3992-ს შეადგენს. 

გარდა ამისა, დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, საქართველოში კოვიდინფექციით სულ 48 ადამიანია გარდაცვლილი. 

დღის ამბები