"ლელოს“ ჯანდაცვის ჯგუფის ბრიფინგზე პარტიის ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ განაცხადა ინიციატივის შესახებ, რომ COVID 19-თან ბრძოლაში ჩაბმულ ყველა სამედიცინო პერსონალს ერთჯერადად 1000 ლარიანი ფინანსური დახმარება გაეწიოს.
ლევან კობერიძის თქმით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მათი ფინასური მოტივაცია.
"სახელმწიფომ შეიმუშავოს და საჯარო გახადოს სამედიცინო პერსონალის მოტივაციის კონკრეტული სქემა. ჩვენი შეთავაზებაა, ერთჯერადად გაიცეს 1000 ლარიანი დახმარება ყველა იმ სამედიცინო პერსონალზე, ვინც უშუალოდ არის ჩართული COVID 19-თან ბრძოლის წინა ხაზზე და, ამის პარალელურად, შემუშავდეს კონკრეტული სამოტივაციო სქემა ფინანსური მოტივირებისათვის,"- განაცხადა ლევან კობერიძემ.