02 მაისი 2024,   23:57
ვრცლად
მე უნდა დავბრუნდე, რადგან ჩვენ უნდა გავხადოთ ამერიკა დიადი - ტრამპმა უოლტერ რიდის სამხედრო სამედიცინო ცენტრიდან საზოგადოებას მიმართა

კოვიდინფიცირებულმა დონალდ ტრამპმა უოლტერ რიდის სამხედრო სამედიცინო ცენტრიდან საზოგადოებას მიმართა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, მკურნალობისთვის მომავალი რამდენიმე დღე ნამდვილი გამოცდა იქნება.

"მომავალი რამდენიმე დღის პერიოდში, ვფიქრობ, ეს იქნება ნამდვილი გამოცდა. ასე რომ ვნახოთ რა მოხდება ამ უახლოეს ორიოდე დღეში, მე უნდა დავბრუნდე, რადგან ჩვენ უნდა გავხადოთ ამერიკა დიადი, ჩვენ უკვე შევასრულეთ დიდი სამუშაო ამ მხრივ, თუმცა კიდევ გვაქვს გადასადგმელი ნაბიჯები, ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს საქმე. ვფიქრობ, მე მალე დავბრუნდები,"- აცხადებს ტრამპი. 

დღის ამბები