08 სექტემბერი 2026,   09:44
ვრცლად
ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა თამარ მეფის გამზირზე წუხელ გვიან ღამით მოხდა. მომხდარს წინ, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, მას ჭრილობა მუხლის არეში აქვს მიყენებული. პაციენტს ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. სამართალდამცავები მომხდარს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით იძიებენ.

დღის ამბები