ამ დრომდე მძიმე რჩება კახეთში, ავტოავარიის დროს დაშავებულთა ჯანმართელობის მდგომარეობა.
უმძიმესი ტრავმებით ახალგაზრდა ქალი 5 წლის შვილთან და 16 წლის მოზარდთან ერთად
თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი. ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა.
ავარია დღის ბოლოს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მოხდა. გზაჯვარედინზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სამარშუტო ტაქსი შეეჯახა. ადგილზე დაიღუპა 20 წლის ახალგაზრდა.