ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 57 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ჯანდაცვის დე ფაქტო სამინისტროს ცნობით, ტესტირება 248 პირს ჩაუტარდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 127 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული.
18 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 55-ის კი საშუალო სიმძიმის.
ოკუპირებულ აფხაზეთში საერთო ჯამში კოვიდ-19-ის ათას 700-ზე მეტი ფაქტია დადასტურებული, მათგან 13 ადამიანი გარდაიცვალა, 621 კი გამოჯანმრთელდა.