02 მაისი 2024,   23:40
ვრცლად
ანტისამთავრობო აქციები მექსიკაში - მომიტინგეები პრეზიდენტს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაში ადანაშაულებენ

მექსიკაში ანტისამთავრობო დემონსტრაციებია. მომიტინგეები პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ.

აქციას წინ უძღოდა პრეზიდენტ ლოპეს-ობრადორის განცხადება იმის შესახებ, რომ თუ აქციაზე ასი ათასი ადამიანი გავიდოდა, ის თანამდებობას დატოვებდა.

ხელისუფლების ინფორმაციით, დემონსტრაციაში 8 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით 150 ათასზე მეტი დემონსტრანტი შეიკრიბა.

მექსიკის დედაქალაქში საპროტესტო აქციები რამდენიმე კვირაა აქტიურად მიმდინარეობს. მომიტინგეები პრეზიდენტს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები