02 მაისი 2024,   23:14
ვრცლად
განგაშის მაქსიმალური დონე - ევროპის ქვეყნები კორონავირუსის გავრცელების გამო მკაცრ რეგულაციებს აწესებენ

განგაშის მაქსიმალური დონე - კორონავირუსის მასშტაბურად გავრცელების გამო საფრანგეთის დედაქალაქში მკაცრი შეზღუდვების ამოქმედება დაანონსდა, სამშაბათიდან შეიზღუდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე შეკრება, ბარებსა და რესტორნებში სტუმრების მიღებას ახალი სანიტარული ნორმებით დაარეგულირებენ.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ჟან კასტექსის ოფისმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პარიზში სახლიდან მუშაობის რეკომენდაცია ახლა ისეთი საჭიროა, როგორც არასდროს.

კოვიდ 19“-ის შემთხვევების ზრდის გამო, საგანგებო სიტუაციის რეჟიმი დაწესდა ჩეხეთშიც. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 5 ოქტომბრიდან ამოქმედებული რეჟიმი 30 დღის განმავლობაში იქნება ძალაში.

კოვიდინფიცირებულმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე წუთით ვოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრი დატოვა და მხარდამჭერებს მიესალმა. აშშ-ის პრეზიდენტის პირადი ექიმების განცხადებით, დონალდ ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა როდის შეძლებს შეერთებული შტატების რიგით 45-ე პრეზიდენტი კლინიკის დატოვებას, ჯერჯერობით უცნობია.

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა უკვე 36 მილიონს აღწევს, პანდემიამ მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

დღის ამბები