19 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
რატომ არ იყენებს მოსახლეობა COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის შექმნილ აპლიკაციას - მისი საშუალებით ინფიცირების სულ 17 შემთხვევა გამოვლინდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შექმნილი მობილური აპლიკაცია ექსპლუატაციაში ჩაშვებიდან ამ დრომდე მხოლოდ 217 000-მა მომხმარებელმა ჩამოტვირთა. მოქალაქეების ნაწილი პროგრამის მიმართ მცირე ინტერესს აპლიკაციის დაბალი ცნობადობით ხსნის, ნაწილი კი ტექნოლოგიის მნიშვნელობაზე ინფორმაციას არ ფლობს.

აპლიკაციის მიმართ დაბალ ინტერესს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე მოქალაქეების მიერ ტექნოლოგიის გამოყენების სირთულით ხსნის. ამირან გამყრელიძე კორონავირუსის მართვაში ამ აპლიკაციის დიდ მნიშვნელობაზე საუბრობს.

აპლიკაციის მოხმარების მნიშვნელობაზე უკვე რამდენიმე თვეა სამინისტრომ სპეციალური ვიდეორგოლიც მოამზადა. ინფორმაციის მიღება შესაძლებელია უწყების ვებგვერდზე განთავსებული მასალიდანაც.

ავსტრიული აპლიკაცია ქვეყანაში პანდემიის პირველ ეტაპზე დაინერგა. ამ დროისთვის მისი საშუალებით ქვეყანაში კოვიდინფიცირების სულ 17 შემთხვევაა გამოვლენილი.

დღის ამბები