17 ნოემბერი 2024,   20:00
ვრცლად
"ევროპული საქართველო" საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას ელოდება

"ევროპული საქართველო" კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას ელოდება.

სერგი კაპანაძის განცხადებით, პარტიის საარჩევნო კლიპი რამდენიმე ტელარხმა ეთერში არ განათავსა და ამის მიზეზად მასში უცხო ქვეყნის მოქალაქის, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა დაასახელა.

"ევროპულ საქართველოს" კომუნიკაციების კომისიაში უპასუხეს და განმარტეს, რომ პარტიას მათთვის ოფიციალურად ამ დრომდე არ მიუმართავს. მიმართვის შემთხვევაში კი, საკითხი საჯარო სხდომაზე განიხილება.

დღის ამბები