თბილისში, "მწვანე სკოლის" მე-12 კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციამ დაუდასტურა.
როგორც სკოლაში განაცხადეს, მე-12 კლასის მოსწავლე სასწავლო პროცესში დისტანციურ რეჟიმში იყო ჩართული და შესაბამისად, სკოლის სხვა მოსწავლეებთან ინფექციის გადადების რისკი არ არის.
"მწვანე სკოლაში" საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი მხოლოდ მე-6 კლასის ჩათვლით აღდგა. ინფიცირების შესახებ მშობელმა კლასის დამრიგებელს თავად აცნობა.