05 მაისი 2024,   20:55
ვრცლად
თეთრი სახლის ადმინისტრაციის 10 თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 36 მილიონს გადააჭარბა. გასულ დღე-ღამეში ამერიკის შეერთებული შტატების 6 შტატში პაციენტების ჰოსპიტალიზების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ეკლესიები, სკოლები და სავაჭრო ობიექტები დაიხურება ნიუ-იორკის შტატის ზოგიერთ ნაწილში. ლიმიტის დაწესება იგეგემება საზოგადოებრივ შეკრებებზეც.

პარალელურად თეთრი სახლი ადმინიტრაციის 10 თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ იუწყება. აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ თუ მომდევნო კვირას დონალდ ტრამპი ისევ კოვიდინფიცირებული იქნება, დებატები არ უნდა ჩატარდეს.

რთული ეპიდსიტუაციაა ევროპაში. ბოლო 24 საათში ფინეთში ინფიცირების, პოლონეთში კი კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული რიცხვი დადასტურდა.

მონაცემების ზრდის ფონზე იტალიაში ღია სივრცეებში სავალდებულო გახდება პირბადის ტარება.

ღამის 11 საათიდან დილის 6 საათამდე ბარები, რესტორნები და მაღაზიები დაიხურება ბერლინში.

ბელგიაში მოქალაქეების შეკრების ლიმიტი 4-მდე შემცირდება.

მონაცემები მატულობს რეგიონის ქვეყნებშიც. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ​რუსეთში 188, თურქეთში 55, სომხეთში 6, აზერბაიჯანში კი 2 პაციენტი გარდაიცვალა.

დღის ამბები