სვანეთში გაუჩინარებულ 13 წლის მოზარდს ინტერპოლი ყვითელი ცირკულარით ეძებს. ილია ფილფანის შესახებ ინფორმაცია ინტერპოლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ბავშვი 18 ივლისს მამის ნათესავებთან სოფელ ლენჯერში სტუმრად იმყოფებოდა, სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. მოზარდის ძებნა საქართველოს მასშტაბით რამდენიმე თვის განმავლობაში უშედეგოდ მიმდინარეობდა. ძებნის ოპერაციაში ინტერპოლის ჩართვასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადების გაკეთებას დაკარგულის ოჯახი დღეს აპირებს.