05 მაისი 2024,   13:11
ვრცლად
"ყარაბაღი და სომხეთი მზად არიან აზერბაიჯანთან ორმხრივი დათმობისთვის"- ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა

"მთიანი ყარაბაღი და სომხეთი მზად არიან აზერბაიჯანთან ორმხრივი დათმობისთვის", - ნიკოლ ფაშინიანმა ეს განცხადება "ფრანც პრესთან" გააკეთა. თავდაპირველად ინტერვიუდან მხოლოდ ამონარიდი გავრცელდა, თუმცა კონტექსტის დაზუსტება პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერს მოუწია.

როგორც მანე გევორგიანი აცხადებს "ფრანც პრესთან" ფაშინიანის სრული ციტატა ასეთი იყო:

"კონფლიქტის მოგვარება კომპრომისზე უნდა იყოს დამყარებული. მთიანი ყარაბაღი და სომხეთი მზად არიან ორმხრივი დათმობისთვის, ზუსტად იმ დონეზე, რა დონეზეც აზერბაიჯანი არის მზად."

კონფლიქტის ზონაში კი საბრძოლო მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს. სომხური მხარის განცხადებით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ქალაქ სტეპანაკერტს უწყვეტ რეჟიმში ბომბავენ. აზერბაიჯანის ინფორმაციით კი, სომხეთის მხრიდან ტერტერის რეგიონში დაბომბვების შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ორი კი დაშავდა. ოფიციალური ბაქო სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ რეგიონში ინტენსიური სროლების შესახებ იუწყება.

პარალელურად აზერბაიჯანი "ამნესთი ინტერნეიშენალს" პასუხობს და კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებაში სომხეთს ადანაშაულებს.

დღის ამბები