05 მაისი 2024,   20:47
ვრცლად
ყირგიზეთის მოქმედი პრემიერი დემონსტრანტების მიერ პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ოპოზიციონერმა ​სადირ ჟაპაროვმა ჩაანაცვლა

ყირგიზეთის ხელისუფლებაზე კონტროლი ოპოზიციურმა ჯგუფებმა მოიპოვეს. თანამდებობიდან გადადგა მოქმედი პრემიერ-მინისტრი. კუბატბეკ ბორონოვი დემონსტრანტების მიერ პატიმრობიდან გათავისუფლებულმა პოლიტიკოსმა სადირ ჟაპაროვმა ჩაანაცვლა.

ცვლილებებს წინ უძღოდა მომიტინგეების სამთავრობო და საკანონმდებლო ორგანოს შენობებში შეჭრა, რის შემდეგაც ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააბათილა. ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი აცხადებს, რომ მზადაა პასუხისმგებლობა ძლიერ ლიდერებს გადააბაროს. ყირგიზეთში საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა ერთი და დაშავდა 700-მდე ადამიანი.

დღის ამბები