05 მაისი 2024,   16:48
ვრცლად
აფეთქება სირიაში - დაღუპულია 18 ადამიანი

სირიაში აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. სატვირთო ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი ქალაქ ალ-ბაბში აფეთქდა. ორგანიზაცია "თეთრი ჩაფხუტების" ცნობით, დაშავდა 82 მშვიდობიანი მოქალაქე. აფეთქების შედეგად დაინგრა და დაზიანდა შენობები.

ადგილობრივები, მსხვერპლის რიცხვის გაზრდას ვარაუდობენ. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ჯგუფს არ აუღია.

მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა დაგმო გაეროს ჰუმანიტარული მისიის წარმომადგენელმა.

დღის ამბები