მესტიის მერიასთან ადგილობრივების ნაწილი შეიკრიბა და სესხების უპროცენტო გადავადება მოითხოვა.
მათი თქმით, ტურიზმი, რომელიც მათი შემოსავლის მთავარი წყაროა, წლევანდელ სეზონზე კორონავირუსის პანდემიის გამო ჩავარდა და ისინი საბანკო ვალდებულებებს ვერ ასრულებენ.
მესტიელები დღეს თბილისში გამართულ აქციას შეუერთდნენ და ხელისუფლებას მათი პრობლემის დაინტერესებისკენ მოუწოდეს.
აქციის მონაწილეებს მესტიის მერი შეხვდა. მისი თქმით, სახელმწიფომ ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგა, მათ შორის, პროცენტის სუბსიდირების, თუმცა, სესხების შეჩერება რთული პრობლემაა, რომელზეც მას პასუხის გაცემა არ შეუძლია.