30 აპრილი 2024,   23:48
ვრცლად
ცეცხლის შეწყვეტა ორმხრივი გადაწყვეტილება უნდა იყოს და არა ცალმხრივი - ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა ორმხრივი გადაწყვეტილება უნდა იყოს და არა ცალმხრივი.

ალიევმა ევრონიუსთან ინტერვიუში სომხეთი მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლაში დაადანაშაულა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი კი, საერთაშორისო საზოგადოებას მთიანი ყარბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს. მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.

სომხური მხარე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ყარაბაღის ქალაქების დაბომბვის შესახებ იუწყება.

ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის კუთვნილი 10 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა გაანადგურეს.

ბაქოში აცხადებენ, რომ მსხვერპლი მოჰყვა სომხეთიდან იერიშებს. მათი ინფორმაციით, დაღუპულია 30 და დაშავებულია ასზე მეტი სამოქალაქო პირი.

დღის ამბები