19 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
"კურიერის" ექსკლუზივი - შაქარაშვილის საქმის ნაწილს გორის სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. "კურიერმა" დღეს მოიპოვა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომელსაც ბრალდებულები ხვალ სასამართლო დარბაზში გააჟღერებენ.

19 წლის ფეხბურთელის საქმის ნაწილი მცხეთიდან გორის რაიონულ სასამართლოში გადადის. ვინ ირჩევს ბრალდებულებიდან ნაფიც მსაჯულებს და რა ვერდიქტის მოლოდინშია 4-დან 3 ბრალდებული.

"კურიერმა" გაარკვია, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეში თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზოდს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. გორის რაიონული სასამართლოს დარბაზში გურამ ამირხანაშვილის ავტომანქანით იძულებით წამოყვანის საქმეზე ვერდიქტს 12 მსაჯული გამოაცხადებს. ბრალდებულმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა "კურიერს" დაუდასტურა, რომ ხვალ ის სასამართლოში ნაფიც მსაჯულებზე თანხმობას განაცხადებს.

ნიკა რევაზიშვილთან ერთად არჩილ გაგნიძეც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ირჩევს. კიდევ ერთი ბრალდებული, რომელიც მზად არის ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტს მოუსმინოს, ვახო ჩიქოვანია. გიორგი შაქარაშვილის საქმის ბრალდებული და ამავდროულად დაზარალებული გადაწყვეტილებას მოსამართლეს ხვალ გაუმხელს.

ნიკა რევაზიშვილი, არჩილ გაგნიძე და ვახო ჩიქოვანი საკუთარ თანხმობას ნაფიც მსაჯულებზე ხვალ მცხეთის რაიონულ სასამართლოში ჩანიშნულ პროცესზე გამოაცხადებენ. "კურიერისთვის" ასევე ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ მსაჯულებზე უარს აცხადებს მორაგბე, "ტოიოტა ქამრის" მძღოლი ვასილ მახარაძე, რომელსაც გამოძიება ასევე ედავება გურამ ამირხანშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას და ძალადობის ორგანიზებას.

დღის ამბები