კორონავირუსი ვაზისუბანში 92-ე საჯარო სკოლის მასწავლებელს დაუდასტურდა. სასწავლო დაწესებულებაში ეპიდემიოლოგების რეკომენდაციას ელოდებიან, თუ რა მეთოდით გაგრძელდება სკოლაში საგანმანათლებლო პროცესი.
ამ ეტაპზე უცნობია პედაგოგის ინფიცირების წყარო, ასევე ვირუსის გავრცელების არეალი და კონტაქტები.