19 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, რომელიც "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული მერაბ ცინცაბაძის თქმით, მას წინასაარჩევნო კამპანიაში ერთ კვირაზე მეტია მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ამ ხნის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ტრავმების გამო სახლში იმყოფებოდა. 


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის და მაჟორიტარობის კანდიდატის ბონდო თედორაძე აღნიშნავს, რომ, მათი თანაგუნდელი მერაბ ცინცაბაძე​ უსიმპტომოა და იგი თავს კარგად გრძნობს.

"ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრებს ჯერჯერობით ტესტირება არ ჩატარებიათ.

დღის ამბები