თბილისში, თოიძის ქუჩაზე სამართალდამცველები და გამნაღმველები დღის ბოლომდე მუშაობდნენ.
სპეციალისტებმა დაადატურეს, რომ ნაპოვნი ხელყუმბარა სასწავლო იყო და მოსახლოებას საფრთხე არ ემუქრებოდა. ხელყუმბარა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სხვენში აღმოაჩინეს. ადგილობრივმა მცხოვრებმა ის სახურავიდან ეზოში ჩააგდო, რის შემდეგაც 112-ში დარეკა. დაწყებულია გამოძიება, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ადგილობრივებმა არ იციან, როგორ მოხვდა ხელყუმბარა მათ საცხოვრებელთან.