"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად, ქუთაისში მხარდამჭერებს შეხვდა.
პარტიის ლიდერმა ქუთაისელებს საარჩევნო პროგრამა გააცნო, თუ როგორ უნდა იქცეს ყველა ქალაქი და რაიონი მიმზიდველად პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომ მათ არ მოუხდეთ სხვა ქალაქში თუ ქვეყანაში სამუშაოს საძებნელად წასვლა.
ნინო ბურჯანაძემ ისაუბრა განათლების რეფორმაზე, ეკონომიკის განვითარებაზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. შეხვედრის ბოლოს, მან მხარდამჭერებს 31 ოქტომბერს, არჩევნებზე მისვლისა და საკუთარი გადაწყვეტილების ბიულეტენზე დაფიქსირებისკენ მოუწოდა.