პოლონეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე, 44 წლის ვანო სანებლიძე წარმოშობით ქუთაისელი იყო. მომხდარის შესახებ ოჯახმა წუხელ შეიტყო, თუმცა, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი არ იციან. ერთ-ერთი ვერსიით, მას დამსაქმებელთან ჰქონდა კონფლიქტი.
ოჯახის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული არიან როგორც ქართველები, ასევე ადგილობრივები. ჯერჯერობით, უცნობია, როდის მოხერხდება ცხედრის ჩამოსვენება, ოჯახის გამოძიების შედეგებს ელოდება.
ვანო სანებლიძე პოლონეთში სამუშაოდ რამდენიმე თვის წინ წავიდა.