საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა საათობრივად იზრდება. დღეს უკვე მე-8 პაციენტი დაიღუპა. 55 წლის მამაკაცი ბათუმიდან იყო. ის მკურნალობის კურსს კლინიკა "მედინაში" გადიოდა.
როგორც კლინიკური მენეჯერი ჯუმბერ უნგიაძე "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას აცხადებს, კლინიკაში შეყვანისას პაციენტის ზოგადი მდგომარეობა კრიტიკული იყო.
"შემოსული იყო სუნთქვისა და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით, დაუყონებლივ იქნა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაყვანილი. იყო ძალიან მძიმე პაციენტი, სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ძალიან ცოტა ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ჩვენთან," - განაცხადა ბათუმის კლინიკა "მედინას" კლინიკურმა მენეჯერმა ჯუმბერ უნგიაძემ.
ქვეყანაში კორონავირუსით 93 პაციენტია გარდაცვლილი.