17 ნოემბერი 2024,   19:52
ვრცლად
მარიამ ჯაშის პარტიამ ჩხოროწყუში ამომრჩეველს პარტიის საარჩევნო პროგრამა წარუდგინა   

"ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსმა" სამეგრელოში პარტიის საარჩევნო პროგრამა წარადგინა. ჩხოროწყუში ამომრჩევლებს მარიამ ჯაში მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატთან ნინო გულუასთან ერთად შეხვდა.

ყურადღება ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და პრობლემის მოგვარების შესახებ პარტიის ხედვაზე გამახვილდა.

"ჩვენი პროგრამა 19 ძირითად პრინციპს მოიცავს, რომელიც ხელშესახებ ცვლილებებს მოიტანს თითოეული ოჯახის, როგორც სოციალურ ეკონომიკური, ასევე კულტურული განვითარების მიმართულებით და რაც მთავარია, ეს არის პროგრამა, რომელიც დააჩქარებს ევროინტეგრაციას, საქართველოში ნატოში გაწევრიანებას, ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, დეოკუპაციამდე დევნილ მოსახლეობაზე განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს," - განაცხადა პარლამენტის ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსიდან" მარიამ ჯაშმა.

ჩემთვის დიდი პატივია ვიყო 4 მუნიციპალიტეტის: აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს  მაჟორიტარობის კანდიდატი. ჩემთვის ეს ოთხივე მუნიციპალიტეტი არის მშობლიური, ვინაიდან მე მომიწია ამ ოთხივე მუნიციპალიტეტში მუშაობა. პირობას ვაძლევ, რომ გავაკეთებთ ყველაფერს რომ ვიყო ხალხის ხმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში," - აღნიშნა პარლამენტის ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსიდან" ნინო გულუამ.

დღის ამბები