17 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
დავით გარეჯის საქმე - ოპოზიციის მტკიცებით, გამოძიებას საბოლოოდ მიხეილ სააკაშვილის კვალზე გასვლა სურს

პროკურატურა დავით ხიდაშელს განმეორებით გამოკითხავს. გამოძიებას სავარაუდოდ შეკითხვები ბიზნესმენთან "რუსთავი 2"-თვის მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებითაც ექნება. "ღამის კურიერში" დავით ხიდაშელმა დეტალურად მოყვა სქემა, თუ როგორ და რატომ მოიპოვა მნიშვნელოვანი რუკები, დოკუმენტაცია და საქართველოს გადასცა.

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ხიდაშელის ინტერვიუ და ჩვენება განსხვავებულია.

ადვოკატები საქმის მასალებს დეტალურად ეცნობიან და ამბობენ, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავება სხვა მიზანს უკავშირდება. ნატალია ილიჩოვას ადვოკატის თქმით, მათ წინააღმდეგ ჩვენება არ აქვს მიცემული ყოფილ პრემიერ მინისტრს და საქმის მასალებში ზურაბ ნოღაიდელი ძირითადად მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს.

გამოძიებას, რომ საბოლოოდ მიხეილ სააკაშვილის კვალზე გასვლა სურს ამაზე ოპოზიციაში დღეს კიდევ ერთხელ საუბრობენ.

ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ორთვიან წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. მეორე ინსტანციის სასამართლომ დაცვის მხარის საჩივარი დღეს დაუშვებლად ცნო და 2 დაკავებული პატიმრობაში დატოვა.

დღის ამბები