05 სექტემბერი 2026,   08:14
ვრცლად
სამედიცინო სფეროს სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კორონავირუსის რეკორდული გავრცელების მიუხედავად, პანიკის საფუძველი არ არსებობს

სამედიცინო სფეროს სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კორონავირუსის რეკორდული გავრცელების მიუხედავად, პანიკის საფუძველი არ არსებობს. ისინი სტატისტიკის კიდევ უფრო მაღალ ზრდას ვარაუდობენ, თუმცა ექიმების გამოცდილების და კოორდინირებული მუშაობის იმედი აქვთ. ვაქცინის შექმნამდე მთავარი რეკომენდაცია კვლავ პირბადის გამოყენება და დისტანციის შენარჩუნებაა.

"მომატებულია შემთხვევები საკმაოდ მნიშვნელოვნად. გვაქვს შიდა გადაცემა რეალურად. ინფიცრებულთა რაოდენობა სამწუხაროდ ალბათ მოიმატებს. შევძლოთ რომ გაუძლოს დაწოლას ჯანდაცვის სექტორმა, პირველ რიგში ეს პერსონალის თემაა, რომ ინფექციის კონტროლის  თვისებები და პრაქტიკული უნარ-ჩვევები გამოიყენონ მაქსიმალურად სწორედ,"- აცხადებს ჯანდაცვის საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მკვლევარი აკაკი ზოიძე.

საქართველოში კორონავირუსის ეპიცენტრი კვლავ აჭარაა, თუმცა სპეციალისტების განმარტებებით წითელ ზონაშიც ვითარება კონტროლირებადია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თქმით, შემთხვევების 80% არის საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობის, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებში საწოლზე მკურნალობას არ მოითხოვენ:

"პროტოკოლები ამ ეტაპზე არის გამართული, ვინაიდან შემთხვევების 80% არის საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობის, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებში საწოლზე მკურნალობას არ მოითხოვენ. კლინიცისტების ჯგუფი მუშაობს ჩვენს რეგიონში, ისინი ეცნობიან კლინიკურ მიმდინარეობებს, გვიზიარებენ რეკომენდაციებს, იმუშავეს ყველა კოვიდდაწესებულებაში, მუდმივ რეჟიმში განვიხილავთ წარმოქმნილ საჭიროებებს და მათი მოგვარების გზებს," - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

დღის ამბები