შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 12 შემთხვევა გამოვლინდა. 2 ინფიცირებულის წყარო ცნობილია, ხოლო დანარჩენი 8 პირის ინფიცირების წყაროს შესახებ ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
ინფექციის გავრცელების გამო უკვე დაიკეტა გორის მე-9 საჯარო სკოლა, აქ COVID-19 მანდატურს დაფიქსირდა. ხოლო მე-18 საბავშვო ბაღი მიუხედავად გამოვლენილი შემთხვევისა კვლავ აგრძელებს მუშაობას.
ამჟამად შიდა ქართლში სულ 153 კოვიდინფიცირებული პაციენტია, მათგან 37 ბინაზე მკურნალობს. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. თვითიზოლაციაში გადაყვანილია 787 პირი.