05 სექტემბერი 2026,   08:14
ვრცლად
COVID-19-ით ბათუმში 63 წლის კაცი და 55 წლის ქალი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა, ლეტალური შემთხვევებიდან 2 ბათუმში დაფიქსირდა.

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის გია კიკაბიძის თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილ მამაკაცს ფილტვის 90% ჰქონდა დაზიანებული:

"გუშინ გარდაიცვალა მამაკაცი 63 წლის, რომელსაც აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია.  გაკეთებული იყო ტომოგრაფია და ფილტვის 90% იყო დაზიანებული, რის გამოც იმყოფებოდა CPAP რეჟიმში, შემდეგ გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე, მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა პაციენტი გარდაიცვალა,"- განაცხადა გია კიკაბიძემ.

აჭარაში გარდაცვალების მეორე ფაქტი დაფიქსირდა ბათუმის სამედიცინო ცენტრში. გარდაცვლილი 55 წლის ქალია.

დღის ამბები