თბილისში COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა კონტროლი ხორციელდება. ამ მიზნით მეტროსადგურებთან ინტესიურ მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები ახორციელებენ.
თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყენონ მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელი მგზავრობისთვის და დაიცვან უსაფრთხოების ყველა წესი. ინფორმაციას ამის შესახებ დედაქალაქის მერია ავრცელებს.