საქართველოში კორონავირუსს კიდევ - 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
StopCov.ge-ზე განახლებული ინფორმაციით, ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა რაოდენობა ამ ეტაპზე 128-ს შეადგენს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 958 ახალი ფაქტი დაფიქსირდა, 214-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც.