აჭარის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 131 კოვიდდადებითი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჯამში რეგიონში გამოჯანმრთელებულია 4 852 პაციენტი. დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 226 ახალი შემთხვევა.
კორონავირუსთან დაკავშირებით მონაცემები შემდეგია, აჭარში მკურნალობას გადის:
Covid კლინიკებში - 590 პაციენტი, 19 არასრულწლოვანი, 28 ორსული. რეანიმაციაში მოთავსებულია - 53 პაციენტი. - თავისუფალი საწოლები- 29.
გარდაიცვალა 3 პაციენტი, 2 ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ორივე მათგანი 77 წლის იყო და ერთი კაცი, 81 წლის "მედცენტრში".