19 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
მკურნალობის პროტოკოლში რადიკალური ცვლილება ვერ განხორციელდება, გვაქვს მხოლოდ სიმპტომური თერაპია - ლევან რატიანი

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროტოკოლი პერიოდულად იცვლება. დღეისათვის, უსიმპტომო და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები მკურნალობას სახლის პირობებში გადიან.

პანდემიის ქცევის პარალელურად ცვალებადი პროტოკოლის შესახებ ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, კლინიკური ჯგუფის წევრებმა, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს. 

"ჩვენ მივაწოდეთ მათ საქართველოში არსებული დღევანდელი სიტუაცია, თუ რამდენი კრიტიკული პაციენტი გყავს, რა მეთოდოლოგიით ვმართავთ, რა გამოსავლით სრულდება ესა, თუ ის შემთხვევა.

რაც შეეხება მკურნალობის პროტოკოლს, რადიკალური ცვლილება ვერ განხორციელდება, იმიტომ, რომ ეს არც ჩვენთან მოხდება, ამ ეტაპზე, არც საზღვარგარეთ. იმიტომ, რომ სამწუხაროდ, არ არსებობს კორონაინფექციის ბრძოლასთან დაკავშირებით არც პროფილაქტიკური, არც პათოგენეზური სამკურნალო-საწამლო საშუალებები, მხოლოდ და მხოლოდ გვაქვს სიმპტომური თერაპია," - ამბობს ლევან რატიანი.   

დღის ამბები