როგორ იცავენ მოქალაქეები დაწესებულ რეგულაციებს? - "კურიერი" დაინტერესდა, რა ვითარებაა ამ კუთხით დედაქალაქში. როგორც აღმოჩნდა, მოსახლეობა, ძირითადად, ითვალისწინებს უსაფრთხოების წესებს, თუმცა დარღვევები დაფიქსირდა, მაგალითად, დიდუბის ავტოსადგურში, სადაც თავად თანამშრომლები ემსახურებოდნენ მოქალაქეებს პირბადის გარეშე, ასევე, პირბადეები ბაზარში მოვაჭრეებმა მხოლოდ მას შემდეგ გაიკეთეს, რაც ადგილზე "კურიერის" კამერა გამოჩნდა.