"კოვიდ -19" დაფიქსირდა "აგროჰაბში". ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტის საწარმოში კორონავირუსი 2 თანამშრომელს დაუდასტურდა.
როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი "კურიერთან" განმარტავს, ინფიცირებულები ცვლებში მუშაობდნენ, რის გამოც მათ თანამშრომლების დიდ ნაწილთან შეხება არ ჰქონიათ.
მათი კონტაქტების ნაწილი კი უკვე თვითიზოლაციაშია. მათი ჯანრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.