05 სექტემბერი 2026,   05:02
ვრცლად
დღეს გახდება ცნობილი, რა გახდა გურიაში 80-ზე მეტი ბავშვის მოწამვლის მიზეზი

რა გახდა გურიაში 80-ზე მეტი ბავშვის მოწამვლის მიზეზი - ლაბორატორიული კვლევების პასუხები დღეს უნდა გახდეს ცნობილი. სპეციალისტებმა ნიმუშები რეგიონის სხვადასხვა დასახლებაში მდებარე 11 საბავშვო ბაღიდან აიღეს.

მცირეწლოვანს ნაწლავური ინფექცია დაუდასტურდა, დანარჩენებს კი, მოწამვლისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ.

სპეციალისტები კვებით ინტოქსიკაციასაც არ გამორიცხავენ.

კლინიკაში დარჩენილი 6 ბავშვი დღის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოინახულა. მისი თქმით, ბავშვებისთვის სრულ მკურნალობას და სერვისს სახელმწიფო უზრუნველყოფს. 

დღის ამბები