05 სექტემბერი 2026,   07:33
ვრცლად
ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმის  რეაბილიტაციის პროექტი პრემიერს და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებს მშენებლობის ხელმძღვანელმა წარმოუდგინა

როგორ მიმდინარეობს ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები - კომპლექსის სრული რეაბილიტაციის პროექტი პრემიერ-მინისტრსა და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებს მშენებლობის ხელმძღვანელმა წარმოუდგინა.

ახალ სამუზეუმო სივრცეში ექსპოზიციის სახით, ნოქალაქევის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები გამოიფინება. აქვე განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქიმიურ -სარესტავრაციო ლაბორატორია. 14 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი ორ წელიწადში დასრულებული უნდა იყოს და მას მთლიანად საქართველოს მთავრობა აფინანსებს.

დღის ამბები