დავით სერგეენკო სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შეკრებისას საზოგადოებას ჯანდაცვის სექტორის განვითარების ხედვა გააცნო.
დავით სერგეენკომ დეტალურად ისაუბრა იმ მიღწევებზე, რაც ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით ჰქონდა ქვეყანას მისი მინისტრობის დროს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შეეხო იმ საკითხებსაც, რაც ჯერ კიდევ ჯანდაცვის სექტორის გამოწვევად მიაჩნია და საკანონმდებლო ორგანოდან გეგმავს მუშაობას.
ქვეყნის წამყვანმა მედიკოსებმა კი შეხვედრაზე სამედიცინო დარგის სხვადასხვა მიმართულებების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს, არსებულ პრობლემურ საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის, კოვიდის პანდემიის დროს ჯანდაცვის სფეროს მზაობაზე და შემდგომ პროცესებზე. შეკრებილი სამედიცინო საზოგადოება მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდა.