უმაღლესი სასწავლებლები კვლავ ცარიელია. დღეს სტუდენტები აუდიტორიებში უნდა დაბრუნებულიყვნენ, თუმცა გადაწყვეტილება შეიცვალა.
სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება, გამონაკლისი მხოლოდ პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს შეეხება, თუმცა ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ჯერჯერობით ყველა უმაღლესი სასწავლებელი ჰიბრიდულ სწავლებაზეა გადასული, მაგრამ ეპიდსიტუაციამ შესაძლოა პრაქტიკული მეცადინეობებიც ჩაშალოს და სწავლების ფიზიკურად დასწრების აღდგენა მომავლისთვის გადაიდოს.