19 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
ვითხოვთ, რომ დაგროვილი საშემოსავლო გადასახადი ჩამოეწეროს ამ ინდუსტრიას - ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი

პრემიერ-მინისტრმა გამოწვევებზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ისაუბრა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა, რომ ბიზნესისთვის კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეღავათების გაგრძელება აუცილებელია. 

"ინდუსტრიას პირველი დეკემბრისთვის უდგება იმ საშემოსავლო გადასახადის გადახდა, რომლის გადავადება განხორციელდა 4 თვის ვადით, ამან მოიცვა აპრილის, მაისის, ივნისის და ივლისის პერიოდი. რეალური ვითარება ისეთია, რომ ამ ინდუსტრიას წელს არ უმუშავია, აგვისტოს თვეს თუ არ ჩავთვლით და მომავალ რამდენიმე თვეში, მინიმუმ, არ არის კარგი პროგნოზი ამ კუთხით. ამაზე ყველა ვთანხმდებით და ვითხოვთ, რომ ეს დაგროვილი გადასახადი ჩამოეწეროს ამ ინდუსტრიას.

ასევე, მეორე საკითხი და ესეც უკავშირდება სამუშაო ადგილების შენარჩუნებას - საშემოსავლო გადასახადს არ იხდიდა ბიზნესი იმ შემთხვევაში, თუ ხელფასი იყო 1500 ლარამდე. ეს არის დაახლოებით 150 ლარის შეღავათი, თუმცაღა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი ნოემბრისთვის ეს ვადა იწურება და ჩვენი თხოვნაა, რომ მინიმუმ კიდევ 6 თვის ვადით, ისე, რომ ერთი ფისკალური წელი მოიცვას, ასევე მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ ეს შემოსავალი არ გადავიხადოთ,"-განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

"აჭარა ტექსტილის" დირექტორმა გია ლომინაძემ ყურადღება გაამახვილა პრივატიზების კუთხით პროცედურების გამარტივების აუცილებლობაზე.

"საშემოსავლო გადასახადი ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენთან დასაქმებულები იმ კატეგორიაში არიან, ვისაც აქვთ 1500 ლარამდე ხელფასი. შესაბამისად, ეს ძალიან პოზიტიურ ეფექტს მოახდენს. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც გამახვილდა ყურადღება, არის პრივატიზების საკითხი. თუ ჩვენ გვსურს, რომ უცხოური ინვესტიციები მოვიზიდოთ, პრივატიზების საკითხის მეტად გამარტივება, რეგულაციების გამარტივება იქნება მეტად მომხიბვლელი იმ უცხოელი ინვესტორებისთვის, რომელიც საქართველოს განიხილავს მიზნობრივ ბაზრად," - განაცხადა გია ლომინაძემ. 

დღის ამბები