ერთ-ერთი მძევალი, რომელიც ამ წუთებში ზუგდიდის "საქართველოს ბანკის" იმ ფილიალში იმყოფება, სადაც შეიარეაღებული პირები იმყოფებიან, განცხადებას ავრცელებს.
"შენობაში ვიმყოფებით 19 ადამიანი, ერთ ოთახში, გამტაცებელი არის კბილებამდე შეიარაღებული, ავტომატით, პისტოლეტით, ყუმბარით, რომელსაც მოხსნილი აქვს დამცველი და ხელში უჭირავს მუდმივად, ამიტომ ყველანაირი ძალადობრივი მოგვარება ამ სიტუაციის, გამორიცხულია. ეს გამოიწვევს მძევლების მსხვერპლს.
გამტაცებელი ითხოვს 500 000 დოლარს და სწრაფად რომ შემოვიდეს ვინმე, ვისაც აქვს მოლაპარაკების ლეგიტიმაცია, გამტაცებელი ჩემ გვერდით არის," - განაცხადა ერთ-ერთმა მძევალმა, რომელიც შენობაში ამ დრომდე რჩება.