26 აპრილი 2024,   08:12
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 136 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 136 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის დე ფაქტო სამინისტროს ინფორმაციით, ტესტირება 390 ადამიანს ჩაუტარდა.

ამ ეტაპზე, გუდაუთის ჰოსპიტალში 124 კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ. 30 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ოკუპირებულ რეგიონში ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 3 ათასს აჭარბებს, გარდაცვლილია 32 ადამიანი.

დღის ამბები