პროკურატურის შემდეგ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების უფლებების დარღვევაში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ადანაშაულებენ.
ორივე დაკავებულის ადვოკატი დღეს ექსპერტიზის ბიუროსთან მივიდა და მოითხოვა დაცვის მხარისთვის იმ მასალებზე წვდომა, რომელის შესწავლაც პროკურატურამ სამხარაულს სთხოვა, თუმცა, მათი თქმით, ექსპერტიზის ბიურომ ადვოკატებს ამის უფლება არ მისცა.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვას ადვოკატების თქმით, ამით დაკავებულების დაცვის უფლება იზღუდება, რადგან ბრალდებულებმა უნდა იცოდნენ, თუ რა მასალების შესწავლა მიმდინარეობს.
"სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო გვიკეტავს სათანადო წვდომის ყველა გზას მტკიცებულებებზე. პროკურატურა არ გვაძლევს ასლებს დედნების რუკებთან მიმართებით, ხოლო იმ მასალებს, რომელიც გადმოგზავნილი არის ექსპერტიზაზე, სამხარაული გვეუბნება უაპელაციო და დაუსაბუთებელ უარს. ეს არის ძალიან უხეში დარღვევა დაცვის უფლების, რაც, რა თქმა უნდა, სრულად ახდენს გავლენას ბატონი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოებაზე," - განაცხადა ივერი მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა.