ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 33858-ს შეადგენს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 2197-ით გაიზარდა და განკურნებულთა მონაცემი 14829 გახდა.
დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში 3507 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4022. კოვიდ სასტუმროში მოთავსებულია 2344 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ - stopcov.ge-ზე განახლდა.