19 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
შესაძლოა ინფიცირებული პაციენტები კოვიდსაავადმყოფოების გარდა სხვა კლინიკებმაც მიიღონ

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შესაძლოა, კოვიდინფიცირებული პაციენტები არა მხოლოდ კოვიდსაავადმყოფოებმა, არამედ სხვა კლინიკებმაც მიიღონ.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, მათ კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას აძლევს. 

"ამასთან დაკავშირებით ალბათ, ჯანდაცვის სამინისტრო დეტალებზე ისაუბრებს, თუმცა, მე რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჩვენ კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას გვაძლევს, თუ ამის საჭიროება დადგება, ბუნებრივია, ამას გავაკეთებთ, იმიტომ, რომ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ, ჩავთვალოთ, შესაბამისად, იქ სადაც ამის საჭიროება იქნება, ჩვენ ამას გავაკეთებთ,"- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

დღის ამბები