გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ზ.ხ-ს მამას, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება.
თამაზ ხომასურიძის ადვოკატი პროცესს არ ესწრება. მისი ინფორმაციით, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი.
თამაზ ხომასურიძეს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს კიდევ ერთი ბრალი დაემატა. კერძოდ, ბრალდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებიდან მალევე, ციხის რეჟიმის ინსპექტორს თავს დაესხა. მას, ასევე, ედავებიან ცრუ ჩვენების მიცემას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციას და მუქარას.
დღესვე, წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს, თუმცა პროცესის დისტანციურ რეჟიმში წარმართვა იგეგმება.