08 სექტემბერი 2026,   20:17
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში განახლდება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის პროცესი დღეს განახლდება. დაგეგმილია ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა. ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ მათ შორის საქმის მთავარი მოწმეებიც იყვნენ.

უფლებადამცველების განცხადებით, სასამართლოზე მათი დაცვის ქვეშ მყოფთა დანაშაულის დამტკიცება დღემდე ვერ მოხერხდა, რაც ბრალდების აბსურდულობაზე მიუთითებს. 

"პროცესზე მოხდება ბრალდების მხარის მიერ გამოძახებული მოწმეების დაკითხვა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ წინასასამართლო პროცესებს და მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებს, მე დიდი არაფრის მოლოდინი არ მაქვს, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეზე ამ მოწმეების დაკითხვით რაიმე არსებითად შეიცვლება. შესაძლებელია გამოიკითხონ საქმეში არსებული ე.წ. მოწმეები - ამირხანაშვილი და ახვლედიანი," - განაცხადა ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა ლელა გოგოლაძემ.

 

დღის ამბები