19 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
შვილო სად ხარ, ჩაბარდი პოლიციას - ბადრი ესებუას მამა შვილს მიმართავს

ძებნილი ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა შვილს მიმართავს და სთხოვს ან ოჯახს დაუკავშირდეს, ან  პოლიციას ჩაბარდეს. მის ვიდეომიმართვას პორტალი "კვირა" ავრცელებს.

"შვილო ბადრი, გელოდებოდით გუშინ და არ ჩამოხვედი. სად ხარ, არაფერი არ ვიცით, არც შენი ადგილსამყოფელი. თუ რამე შეგიძლია დაგვიკავშირდი, ჩაბარდი პოლიციას და შემდეგ ყველაფერი ნორმალურად გაირკვევა, გთხოვთ ამას, მეტი არაფერი სათქმელი არ მაქვს. გამოდი, დაგვიკავშირდი ან პოლიციას ჩაბარდი,"- ასე მიმართა ბადრი ესებუას მამამ ტარიელ ესებუამ. 

დღის ამბები